საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მივესალმები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

 

ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო გამორჩეული ისტორიის მქონე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. ჩვენი ფაკულტეტი სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში მაღალი პროფესიული სტანდარტებით გამოირჩევა. უდაოა, რომ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების არაერთ დარგში კადრების მომზადების თუ სამეცნიერო კვლევა-ძიების თვალსაზრისით, ის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.

 

აღსანიშნავია, რომ ყველა სასწავლო პროგრამა სრულად პასუხობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მოთხოვნებსა თუ გამოწვევებს. საამაყოა, რომ ფაკულტეტს აქვს 24 აკრედიტებული პროგრამა, მათ შორის, 10 სამაგისტრო და 8 სადოქტორო პროგრამა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ფაკულტეტი საუკეთესო პირობებს ქმნის ახალგაზრდა მკვლევართა კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებისთვის.

 

ფაკულტეტს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი ჰყავს, ხოლო ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი, ადმინისტრირების თვალსაზრისით, სტუდენტებისთვის მაქსიმალურად   გასაგები და კომფორტული გახადონ. 

 

მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩემი ძალისხმევა კვლავაც იქნება მიმართული სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე, სწავლებისა და კვლევის სფეროში ინტერნაციონალიზაციის გააქტიურებაზე, ფაკულტეტზე არსებული პოზიტიური ფსიქოლოგიური კლიმატის გაძლიერებაზე. ვფიქრობ, ჩემი კოლეგების მხარდაჭერით, ეს მიღწევადი მიზნებია. რაც შეეხება თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მზაობას, ნებისმიერი იდეისა თუ ახალი წამოწყებისთვის დეკანის კაბინეტი ყოველთვის ღიაა.

 

ძვირფასო სტუდენტებო, მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენი პროფესიული თუ აკადემიური განვითარება რეგიონში უპირველეს - დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ანდეთ. იყო ამ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, ნიშნავს ახალი ცოდნის მიღებას, სიახლეებისკენ მუდმივ სწრაფვას, შემეცნებითი კითხვების დასმისა და მათზე პასუხების ძიების უწყვეტ პროცესს.

 

 

წარმატებებს გისურვებთ!

 

პროფესორი მზია წერეთელი

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი